“სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს” – პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადება

"სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს" - პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებატერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. განცხადება ამის შესახებ, საქმის პროკურორმა გააკეთა.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს.

„გამოძიება მიმდინარეობს ასევე, სხვა მიმართულებით, ეს გახლავთ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმისდა მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას დაუმძიმდეს ბრალდება. თუმცა, ამ ეტაპზე დადგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვა,“ – განაცხადა პროკურორმა.

ამ წუთებში სასამართლო ტოხოზაშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორის განცხადებით, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა შაბათს დააკავეს.

მალხაზ ტოხოზაშვილი პანკისის ხეობიდან, სოფელ ბირჯიანიდან არის, თუმცა ის წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს.

რუსთავი 2