სუს-მა მალხაზ ტ. დააკავა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით

სუს-მა მალხაზ ტ. დააკავა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებითსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.

სუს-ის ცნობით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.