სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა – ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა  - ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვასვანეთში, ლეხზირის ტერიტორიაზე, მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ადგილობრივების განცხადებით, მყინვარი სწორედ იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოიშალა, სადაც მესტია ჭალაჰესი შენდება და ფიქრობენ, რომ მომხდარის მიზეზიც სწორედ ჰესის მშენებლობაა.

„გაჟღერდა რაღაც ინფორმაცია, რომ მდინარემ დაიწია საგრძნობლად, გავიხიზნეთ სოფლიდან, ანუ უბნიდან, ბავშვები გავხიზნეთ ნათესავებში. დიდი ყინულის მასა მოტყდა მყინვარიდან, გადაკეტა მდინარე, შემდგომ, სადღაც 2 საათის მერე, კალაპოტი თავისით იპოვა მდინარემ და ისევ დაიწყო დინება, მაგრამ ახლა ისევ არის საშიშროება, რომ ისევ დაიწიოს ყინულის დონემ მდინარეზე და ისევ დააგუბოსწყალი,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სვანეთში მყინვარიდან ყინულის მასა ჩამოიშალა  - ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვაკიდევ ერთი ადგილობრივი, ნარგიზ ნიგურიანი ჰესის მშენებლობასა და არსებულ საფრთხეებზე საუბრობს.

„რაც ეს მშენებლობა, მესტია ჭალა ჰესის მშენებლობა დაიწყო, დგას შენელებული მოქმედების ნაღმზე. არავინ არ იცის, ეს ნაღმი როდის იქცევა ძალიან საშიშ, ფეთქებად ბომბად,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნარგიზ ნიგურიანმა.

რუსთავი 2