თბილისში მოზარდებმა ყავის სახლი გაქურდეს – ვიდეო

თბილისში მოზარდებმა ყავის სახლი გაქურდეს - ვიდეოთბილისში ყავის სახლი Dom Kofe-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ყავის სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული მასალა, რომელზეც ობიექტის კარის შემტვრევის და გაქურდვის მომენტია ასახული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ორი სავარაუდოდ არასრულწლოვანი პირი ჩანს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დადგენილნი არიან ქურდობაში მონაწილე არასრულწლოვნები.