თელავში 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს – ბმვ-ს მძღოლი ნასვამი იყო – დაშავდა 8 ადამიანი

თელავში 2 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს - ბმვ-ს მძღოლი ნასვამი იყო - დაშავდა 8 ადამიანითელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ხუთი არასრუწლოვანი დაშავდა.

ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით,” ბე-ემ-ვე”-ს ნასვამი მძღოლი მართავდა და შეეჯახა მეორე მანქანას, რომელსაც 5 არასრულწლოვანი გადაჰყავდა. ბავშვები პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ორივე მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აქვს. გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყება.

ნიუპოსტი