ტიერი ანრი ბორდოს მთავარი მწვრთნელი გახდება

ტიერი ანრი ბორდოს მთავარი მწვრთნელი გახდებატიერი ანრი მალე ბორდოს მთავარი მწვრთნელი გახდება. ბორდომ ანრის ერთი კვირის წინ მიმართა წინადადებით და ანრი ამ გუნდის მწვრთნელობას დათანხმდა. ბორდომ გუსტავო პოიეტი რამდენიმე დღის წინ დაითხოვა, იმის გამო რომ ამ უკანასკნელმა გუნდის ხელმძღვანელობა საჯაროდ გააკრიტიკა ტრანსფერების გამო.
ანრისთვის ეს პირველი სამუშაო იქნება მთავარი მწვრთნელის პოსტზე, აქამდე ის მხოლოდ თანაშემწედ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანრი ბორდოში რამდენიმე დღეში ჩაფრინდება და კონტრაქტზე ხელს მოაწერს.