ტორპედო ლუდოგორეცთან დამარცხდა

ტორპედო ლუდოგორეცთან დამარცხდაქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პირველ მატჩში ლუდოგორეცთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონმა გაიტანა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ტაიმის ბოლოს ქუთაისელთა უყურადღებობით ვანდერსონმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ტორპედო ცდილობდა შეტევაში აქტიურად თამაშს, მაგრამ ლუდოგორეცი თავს კარგად იცავდა და ტორპედომ ვერაფერი მოახერხა. საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა ლუდოგორეცის სასარგებლოდ.

განმეორებითი შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება.