ცოტნე გამსახურდია – “შენა, მეგრელი ხომ არა ხარ-მეთქი? კიო! მე და ალექსიც მეგრელები ვართ, მაგრამ…”

ცოტნე გამსახურდია - "შენა, მეგრელი ხომ არა ხარ-მეთქი? კიო! მე და ალექსიც მეგრელები ვართ, მაგრამ..."რამდენიმე წუთის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს ვდგავართ მე და Alex Chikovani გასახდელში და ვკამათობთ, რამდენად შესაძლებელია ინტენსიური ვარჯიში ორი საათის განმავლობაში. მე ვამტკიცებ, რომ შეუძლებელია პროფესიონალი სპორტსმენისათვისაც კი ძალისმიერი, ინტენსიური ვარჯიში გრძელდებოდეს ორ საათს, მოყვარულისთვის ხომ – მით უმეტეს… მოკლედ, მინიმუმ – საკამათო თემაა.

იქვე დგას ვიღაც, ასე ორმოცდაათი წლის კაცი ოქროს ჯაჭვით კისერზე. ჩაერია ჩვენს საუბარში. მაშ, ორი საათი ბევრი გგონიათო? – მეკითხება. ორი საათი ვარჯიში ბევრია და ლაპარაკი თუ დარბაზში სეირნობა – არამეთქი.

აი, მეო, შტანგაზე რო ვვარჯიშობდიო, ხუთ საათს გრძელდებოდაო, მერე ჩავდიოდი და კიდევ ერთი საათი ვცურავდიო… ვუყურებ, კაცო, და არც ჟაბოტინსკის გავს, არც ალექსეევს და არც ლაშა ტალახაძეს კიდევ  ?მერეო, აგრძელებს, მოთხილამურე რომ ვიყავიო… დამიტრიალდა თავში აბსოლუტურად შეუთავსებელი სპორტის სახეობები: შტანგა, ცურვა, თხილამურები, და უცებ მივხვდი! სულო ცოდვილო! აქცენტი! ოდნავ შესამჩნევი აქცენტი აღმოჩნდა სიტუაციის გასაღები!

მოვუბრუნდი, შენა, მეგრელი ხომ არა ხარ-მეთქი? კიო! ოოო, ყველაფერი გასაგებია-მეთქი, ვუთხარი. არა, მე და ალექსიც მეგრელები ვართ, მაგრამ ასეთ მომზადებას ვერ ვქაჩავთ-თქო  ?

დანარჩენი შენ გააგრძელე Alex”