ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე – აფხაზებს კიდევ ერთი სეზონი ჩაუვარდათ

ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე - აფხაზებს კიდევ ერთი სეზონი ჩაუვარდათაფხა­ზე­თის ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი ყო­ველ წე­ლი­წადს ვარ­დე­ბა. მი­ზე­ზე­ბი ისევ ძვე­ლია – კრი­მი­ნა­ლი, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა…
წელს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­რავ­ლე­ზე სა­უბ­რო­ბენ, არა­და, ზამ­თარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა წუხ­და, რომ ქა­ლა­ქე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ “გა­მო­სა­ვა­ლი” მათ და­ხოც­ვა­ში იპოვ­ნა…

აფხა­ზეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტი გა­ზეთ “ЭХО АБХАЗИИ”-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მან სო­ხუ­მის სა­ნე­პიდ­სად­გუ­რის მი­სა­მარ­თი ვერ იპოვ­ნა, რათა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა…

“ჩემი ოჯა­ხი სო­ფელ ბა­ბუ­შე­რა­ში ის­ვე­ნებს, უკვე მე­რამ­დე­ნე დღეა, მის სა­ნა­პი­რო­ზე მკვდა­რი ძრო­ხა გდია… არა­ერ­თი მო­თხოვ­ნი­სა და მისი გა­ტა­ნის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც იქ არის…” – წერს პეტ­რო ლა­კტი­ო­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, მკვდა­რი ცხო­ვე­ლი ეპი­დე­მი­ის კერა იყო, თუმ­ცა, მისი მო­შო­რე­ბა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ბრძო­ლი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით მო­ხერ­ხდა…

“უწყი­ნა­რი” მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გარ­და, სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლას სხვა შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბიც აქვს, – ცო­ცხა­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­სვე­ნებ­ლებს ხში­რად თავს ეს­ხმი­ან.

იმას, რომ სა­ნი­ტა­რუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით რე­გი­ონ­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ამას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წლე­ბია აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, ისე­ვე რო­გორც აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან უშე­დე­გო ბრძო­ლას. მა­თი­ვე თქმით, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი წელ­საც მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“ძრო­ხე­ბი­სა და “მერ­სე­დე­სე­ბის” ქვე­ყა­ნა” – წერს კი­დევ ერთი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა URA.RU-ს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და­ნილ ბარ­დი­ნი აფხა­ზეთ­ზე, რომ­ლის თქმი­თაც, თურ­ქეთ­თან შე­და­რე­ბით სას­ტუმ­როს ორ­მა­გი ფა­სე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბით, აფხა­ზე­ბი “ჰა­მე­რებ­სა” და “ლექ­სუ­სებს” ყი­დუ­ლო­ბენ. მისი თქმით, ის გუ­და­თა­უ­ში, სამ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩა, სა­დაც სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა იყო, თუმ­ცა, მთე­ლი მე­ნიუ ორი-სამი და­სა­ხე­ლე­ბის კერ­ძის­გან შედ­გე­ბო­და:

“დი­ლით, ფაფა და კვერ­ცხი. სა­დი­ლად წვნი­ა­ნი და ე.წ. მე­ო­რე, რო­მე­ლი­მე კერ­ძი და სა­ღა­მო­საც – იგი­ვე… ხილი და ტკბი­ლე­უ­ლი არ იყო… თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი იყო. ნომ­რებ­ში ახა­ლი ევ­რო­რე­მონ­ტი იყო, ცხე­ლი წყა­ლი, კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი, ხან­და­ხან WiFi. პლა­ჟი აქ უფრო ვე­ლუ­რია, უმე­ტე­სად, ქოლ­გე­ბი­სა და შეზ­ლონ­გე­ბის გა­რე­შე. მზის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, რამ­დე­ნი­მე ბრე­ზენ­ტის ან ტენ­ტის ქოლ­გა დგას, რაც ტუ­რის­ტე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი არ არის… ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით წვა­ნან ძრო­ხე­ბიც. ეს ეხე­ბა არა მარ­ტო სა­ნა­პი­რო­ებს, ასე­ვე ტრა­სებს, ქუ­ჩებს, სკვე­რებ­საც…

გზე­ბის გას­წვრივ, სის­წრა­ფის მოყ­ვა­რუ­ლი მძღო­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შე­ამ­ჩნევთ მკვდარ და ძაღ­ლებ­და­სე­ულ ძრო­ხებ­საც, რაც სრუ­ლე­ბით არა­ეს­თე­ტი­უ­რია აფხა­ზე­თის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბის ფონ­ზე…” – წერს და­ნილ ბარ­დი­ნი.

ბიპიენი