უსმან დემბელე ბარსელონაში დარჩება

უსმან დემბელე ბარსელონაში დარჩებაბარსელონას ახალგაზრდა ფორვარდი უსმან დემბელე არ აპირებს სხვა კლუბში გადასვლას და ის კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ დემბელეს მოუწევდა ბარსელონას დატოვება, რადგან ბარსელონამ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებიც გუნდში ძალიან მაღალ კონკურენციას შექმნიან.
მიუხედავად ამისა, უსმანმა განაცხადა რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და თავის მომავალს მხოლოდ ამ კლუბში ხედავს. დემბელემ ასევე იმედი გამოთქვა რომ მომავალ სეზონში მას ტრავმები აღარ შეაწუხებს.