ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს

ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობას ითხოვსრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. GHN-ს ინფორმაციით, მომღერალმა ოფიციალურად იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართა. ვალერი მელაძე საქართველოში, კერძო ბათუმს სტუმრობდა, სადაც მომღერალმა 18-19 აგვისტოს, ბუბა კიკაბიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. მომღერალმა ბათუმშიც გაისეირნა და ახლობლების ოჯახში სტუმრადაც იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვალერი მელაძე 2012 წელს ბათუმში “ქართული ოცნების” მაისურით გამოჩნდა.

“ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით. ბათუმი” – ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა მაშინ კახი კალაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები.

ვალერი მელაძე 1965 წელს ბათუმში, კერძოდ კი ბენზეს დასახლებაში დაიბადა.

ვალერი მელაძეს მომღერლობა ბავშვობიდან სურდა, ამისათვის ბათუმის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით ჩააბარა. მისი ძმა კონსტანტინე კი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უფრო ვირტუოზულად ფლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა ნიკოლაევსკის გემთმშენებელ ინსტიტუტში ჩააბარეს.

მეორე კურსის სტუდენტი ვალერი მელაძე ინსტიტუტის ანსამბლის რეპეტიციებზე მოხვდა, სადაც მისი უფროსი ძმა უკვე კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. კონსტანტინეს თხოვნით, ვალერი ხმის რეჟისორის დამხმარე ტექნიკოსად აიყვანეს. ნახევარ წელიწადში კი ის უკვე ანსამბლის სოლისტი იყო.

1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში “დიალოგი”, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას. ვალერი მელაძის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.

ჯი ეიჩ ენი