ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა კალათბურთელის კუთვნილი 800 ათასი დოლარი მიითვისა

ზაზა ფაჩულიას ყოფილმა ბუღალტერმა კალათბურთელის კუთვნილი 800 ათასი დოლარი მიითვისაზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის ყოფილი ბუღალტერი თაღლითობის გამო დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კალათბურთელის ყოფილმა ბუღალტერმა რენდი დი უსოუმ ფაჩულიას სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისა.

62 წლის რენდი დი უსოუს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული – სახელმწიფო ქონების მითვისებისა და პირადი ინფორმაციის მოპარვის მუხლებით. პირველი ბრალდება სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას, მეორე კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უსოუმ დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობასთან ერთად, ფაჩულიას ყოფილ ბუღალტერს 618.45 დოლარის გადახდაც დაეკისრა.

რენდი დი უსოუ ვაშინგტონში Randy Usow Accounting-ის მფლობელია, ზაზა ფაჩულია კი 2004 წელს გაიცნო. კალათბურთელისა და მისი მეუღლის სახელით კი თანხა თაღლითურად 2011-2015 წლებში მიითვისა.