“ჟირონას” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა “ტოტენჰემთან” მოგებულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი ტიტულიც მოიგო

"ჟირონას" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ტოტენჰემთან" მოგებულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი ტიტულიც მოიგოამხანაგურ მატჩში “ჟირონამ” საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა “ტოტენჰემი” და ამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა.

მისი გუნდი ასევე გახდა კოსტა ბრავას თასის მფლობელი, რომელსაც “ჟირონა” 1970 წლიდან ათამაშებს

ანგარიში მე-13 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლუკას მოურამ გახსნა, შემდეგ კი გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს: ხუანპემ, ლოსანომ, პორტუმ და ალეიშ გარსიამ.

სწორედ ალეიშ გარსია შეცვალა 84-ე წუთზე ქოჩორაშვილმა.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის სურვილია მას თავის გამოსაჩენად უფრო მეტი სათამაშო დრო მისცენ, მაგრამ ასეთ მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელის ასპარეზობა
თავისთავად მრავლისმეტყველი და იმის დამადასტურებელია, რომ ენდობიან და მასზე იმედებს ამყარებენ.

შეგახსენებთ, კატალონიურმა გუნდმა ქოჩორაშვილი “საბადელთან” შეხვედრაში 65 წუთი ათამაშა და sportall.ge-ს ფეხბურთელმა განუცხადა, რომ მისი თამაშით ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ და გულშემატკივრებმა შეაქეს.

სპორტალი