„ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთზე შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს“ – სოზარ სუბარი

„ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთზე შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს“ - სოზარ სუბარისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აგვისტოს ბოლოს დააფიქსირებს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ჯრ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს:

„თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ,“ – განაცხადა სუბარმა