ანაკლიაში ივანიშვილის გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვენ

ანაკლიის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს.

სამი თვის წინ ხეების გადატანისას ელექტრო ბოძების დემონტაჟი განხორციელდა, რა დროსაც წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები დაზიანდა.

კანალიზაცია თვეებია უკვე სამეგრელოს მთავარი საზღვაო კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე იღვრება, ერევა სასმელ წყალს და აბინძურებს ადგილობრივი მცხოვრებლების ეზოებს.

უკმაყოფილო მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ადგილობრივების პრეტენზიები კი მხოლოდ სოფლის რწმუნებულმა მოისმინა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018