აფხაზეთის პრემიერი გაგულია ავარიაში დაიღუპა – რა მოხდა გუდაუთაში – ვიდეო

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში დაიღუპა.

ოფიციალური ვერსიით, ე.წ. სამთავრობო დელეგაციის მანქანების კოლონას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი, სამოქალაქო პირი მართავდა. ამავე ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, კონტროლი დაკარგა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც გენადი გაგულია იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო.

აღნიშნულ ფაქტს საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს.

„აფხაზეთის ხელმძღვანელობის დელეგაცია სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ ბრუნდებოდა სირიიდან. მე თავად ვიყავი კოლონაში და ავტოავარიის მოწმე გავხდი. ეს ავტოავარია იყო და არა ტერაქტი“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ავტოავარია გუდაუთის რაიონის სოფელ ბლაბირხვაში მოხდა. საავადმყოფოში მოათავსეს პრემიერმინისტრის მძღოლი და დაცვის წევრი. მათი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

გენადი გაგულია 70 წლის იყო. იგი ამ თანამდებობაზე 2018 წლის აპრილში დაინიშნა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018