აშშ-ში ქარიშხალი “ფლორენსი” მძვინვარებს

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს ქარიშხალი „ფლორენსი“ დაატყდა თავს. დაიტბორა სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების ოკეანისპირა ქალაქების ნაწილი. ქარიშხალის სიძლიერე მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით 1 კატეგორიამდე შესუსტდა, რამაც ძლიერი წვიმები გამოიწვია. მოსალოდნელია წყალდიდობები. 10 მილიონი მოსახლე ამ სეზონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუოდებს ხალხს დაუყონებლივ დატოვონ სტიქიის ზონა. საგანგებო მდგომრეობაა გამოცხადებული ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას, ვირჯინიის, მერილენდისა შტატებში და თავად აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018