ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 35 წლის კაცი ჩამოვარდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, მშენებარე სტადიონიდან 35 წლამდე კაცი გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს მრავლობითი დაზიანება აქვს და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, კაცს დაზიანებული აქვს ფილტვი და ნეკნები, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაციას უტარებენ.

მშენებელი კომპანია „ანაგის“ ინფორმაციით, დაშავებული მშენებლობაზე ხელოსნად მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018