“ბასილაშვილმა დღეს გამარჯვებაზე მეტი გააკეთა” – გიორგი ნიკოლაიშვილის ემოციური პოსტი – ვიდეო

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ყოველთვის ბანალურად მეჩვენებოდა ტექსტი: წააგო, მაგრამ ღირსეულად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან ბანალური ვარ და ვამბობ, გამარჯვებაზე მეტი გააკეთა დღეს ბასილაშვილმა. რაფაელ ნადალი უხერხული მეტოქეა ათეულის მოთამაშეებისთვისაც კი, ის ყველა ქულისთვის თავდაუზოგავად იბრძვის. ნიკამ მოახერხა ის, რასაც მასზე ძლიერი ჩოგბურთელები იშვიათად ახერხებენ – მსოფლიოს პირველ ჩოგბურთელს სეტი მოუგო დიდი სლემის ტურნირზე!
“მე კარგი ტაიბრეიკი ვითამაშე, ის კი ფანტასტიური იყო” – თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა ნადალმა.

და ბოლოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ეხლა მიშა რომ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი – დღეს მსოფლიო გაიცნობდა ნიკას, ყველა ტელევიზია მასზე ილაპარაკებდა, ზოგს ფულს გადაუხდიდა, ზოგიერთთან მიშას სახელიც საკმარისი იქნებოდა. მინიმუმ, რუსთაველზე იქნებოდა ზეიმი, დიდ დახვედრას მოუწყობდნენ აეროპორტში.. მაგრამ..
დიდი ეჭვი მაქვს დღევანდელი სპორტის მინისტრი საერთოდ არ იცნობს ვინაა ნიკოლოზ ბასილაშვილი!

დიდ წარმატებებს ვუსურვებ ნიკას, ჯერ კიდევ იმ დროიდან ვგულშემატკივრობ, როცა თითქმის არავინ იცნობდა. მინდა მალე მოხვდეს ოცეულში და შეინარჩუნოს სტაბილურობა  🇬🇪 🇬🇪 ❤️ ❤️”

დღეს ისტორია დაიწერა მეგობრებო ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნადალს სეტი მოუგო გილოცავთ ყველა ქართველს 🇬🇪🇬🇪💚💚ეს მომენტი 💻ეს გათამშება 🎾🎾ეს ემოცია 😮😮💪💪ეს სეტი 🔥🔥ოქროს ბიჭი საქართველოდან , ვიდეო რომელიც ყველამ უნდა გააზიაროთ 💚💚შემდეგი ისტორია ერთალიგაზე უნდა დაწეროს საქართველომ 💪💪💪

Gepostet von Bundesliga IN Georgia am Sonntag, 2. September 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018