ბექა გონაშვილი – “ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა”

“ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა”, – ამის შესახებ Bm.ge-ს “მეცხვარეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ზრდასრული ცხვრის ფასი, რომელიც 30-35 კილოგრამს იწონის, 220-230 ლარამდეც კი აღწევს, ამის მიზეზი კი ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნაა.
“ძალიან გაიზარდა ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებში წელიწადში ექსპორტზე საშუალოდ 200-220 ათასი ცალი ცხვარი იგზავნება; მათ შორის ირანში დაკლული სახით, ხოლო ქუვეითში, დუბაიში, კატარსა და სხვა ქვეყნებში კი ცოცხალი სახით. მაგრამ, აქ ერთი პრობლემაა, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას. ძალიან დიდი რაოდენობით ცხვრის ხორცი შემოედინება რუსეთიდან, რომელიც სასაკლაოზე შედის, შემდეგ იფუთება და როგორ ქართული, ისე იგზავნება ამ ქვეყნებში, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას ქართველ მწარმოებლებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება”, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018