ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან შესული თანხა 65 მილიონით შემცირდა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 479,4 მილიონი ლარი შევიდა. აღნიშნული მაჩვენებლი დაახლოებით 65 მილიონი ლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. 2017 წლის 7 თვეში საქართველოს ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან მიღებული თანხა 544,2 მილიონი იყო.

სამაგიეროდ მიმდინარე წელს გაზრდილია ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხები. მიმდინარე წლის 7 თვეში ბიუჯეტში 321,5 მილიონი ლარი შევიდა, გასულ წელს კი ქონების გადასახადიდან მიღებული თანხა 290,5 მილიონი ლარი იყო.

გადასახადებმა საქონელსა და მომსახურებაზე 7 თვეში 2018 წელს 3,317,302,252 შეადგინა. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 3,041,258,424 ლარი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018