გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანის თემას შეეწირა – „სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანის პლანტაციები არ იქნება“

რუსთავი2“ თავის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის საკითხს შეეწირა.
„სანამ მე პრემიერი ვიქნები, მარიხუანას პლანტაციები არ იქნება.“- ციტირებს რ2 გიორგი კვირიკაშვილს.

როგორც წყარო „ქართული ოცნებიდან“ კურიერს უყვება, გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე მარიხუანის მოშენების თემა დაბლოკა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ იყო ბერას ცნობილი სიმღერა ლეგალიზებასთან დაკავშირებით და მალე კვირიკაშვილს თანამდებობაც დაატოვებინეს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერის ხისტი პოზიცია ქონდა:

„იქ იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე. ყოფილ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის ჰქონდა ხისტი პოზიცია და ის არ უჭერდა მხარს ამას და იძახდა, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ნამდვილად არ მოხდებოდა ამ კანონის მიღება.“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ რ2-თან.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018