გიორგი შენგელაია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი შენგელაია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დასასწრებად პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა.

როგორც შენგელაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხდომაზე დასასწრებად უმრავლესობის წევრებმა მიიწვიეს.

“მოვედი იმისთვის, რომ დამამტკიცონ “ოცნების” კანდიდატად. რასაკვირველია, მქონდა მოლაპარაკებები უმრავლესობის წევრებთან. მათ იციან ჩემი პოზიცია. ამ წუთში არ ვიცი ვიქნები თუ არა მათი კანდიდატი, რომ გამოვალ გეტყვით”,- განაცხადა შენგელაიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018