“გიორგი ჭანტურიას იარაღზე დენთის და მისი დნმ-ის კვალი არ არის” – ახალი გარემოებები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას უფლება დამცველი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ადვოკატ ლექსო კობაიძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის.

ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს:

„პასუხია მოსული, რომ მის ტანსაცმელზე არანაირად არც დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასა არ აღმოჩნდა. გვიგდებენ ისეთ მოწმეს საქმეში, რომლებიც არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას. ასეთი გახლავთ ბატონი ზურაბ დოლიძე. ათქმევინებენ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ იარაღს ფლობდა გიორგი ჭანტურია და კიდევ ბევრ სისულელეს ათქმევინებენ.“-განაცხადა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი და პარლამენტის ყოფილი წევრი გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში მოკლეს. ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მისი ყოფილი საქმიანი პარტნიორი და ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურიაა დაკავებული.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018