გლდანში ნასვამმა მძღოლმა 27 წლის ქალი და მისი შვილი იმსხვერპლა

თბილისში გლდანის, მეოთხე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევის შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას და მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018