გუგული მაღრაძე: „სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტარი გააკეთა. დეპუტატს ინიციატივა მოსწონს.

„ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ძალიან რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?! ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს“, – განაცხადა მაღრაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018