დედა თამარმა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძისა და პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

აქციები პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე დღის წინ განახლდა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შიმშილობა დაიწყეს, ისინი დამნაშავეების დასჯას, ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებას შვილმკვდარმა დედამ, ჯვრის მამის მონასტრის მონაზონმა, დედა თამარმა მიმართა და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. იგი ასევე სოლიდარობის ნიშნად შვილმკვდარი მამების მსგავსად შიმშილობას იწყებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018