დინამოს სტადიონთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დინამო არენასთან, ცაბაძის 9 ნომერში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

სროლა თბილისის ცენტრში ერთი საათის წინ მოხდა. მამაკაცს ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. ის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი ცაბაძის ქუჩის მცხოვრებია.
მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018