„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – მასობრივი აქცია რუსეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ

„დღეს ბანერებით, ხვალ კი ავტომატებით“ – ასეთი შეძახილები ისმის რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოსკოვში დემონსტრაცია სახაროვის მოედანზე მიმდინარეობს და მასში ათი ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი სერგეი უდალცოვია. „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი ამბობს, რომ მანიფესტაციაში 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. უფლებადამცველების თქმით, აქციას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია შეეცადა, სერგეი უდალცოვი აქციაზე არ დაეშვა.

ეს ქმედება სამართალდამცველებმა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით ახსნეს, რომლის თანახმადაც „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს ქუჩის მასშტაბურ პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალება.

აქციაზე მისული დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაუქმებაა, დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის მასშტაბით საპენსიო ასაკი კაცებისთვის 60-დან 65 წლამდე, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე გაიზრდება.

ორი კვირის წინ საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთის ქალაქებში დაკავებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018