ეკლესია მთავრობის წინააღმდეგ – “ერთხელაც შეიძლება გაიღვიძონ და სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ… არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ”

ეს იქნება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა- მარიხუანას ექსპორტის მიზნით წარმოების ინიციატივასთან დაკავშრებით პირველ კომენტარს აკეთებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. მეუფე იაკობი ამბობს, რომ საკითხს დეტალურად არ იცნობს, თუმცა, “არის რაღაცა რასაც არ დავთმობთ”- ამბობს ის.

“არ შეიძლება მაგის გაკეთება. ავღანეთის მაგალითს გადახედონ, კოლუმბიას გადახედონ. ეს კარგია როცა უცბად ფიქრობ, ბიუჯეტი შეავსო, მგრამ ალბათ სხვა გზა უნდა მოვნახოთ, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ. ჯობია წლები ვიწვალოთ, ვიდრე მაგ ვითომ იოლი გზით წავიდეთ , შიგნით ეგ ძალიან ცუდ რაღაცეებს გამოიწვევეს” აცხადებს მეუფე იაკობი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოტივი ამოძრავებს ხელისუფლებას და უკავშირდება თუ არა ეს ეკონომიკურ საკითხს, მეუფე ამბობს, რომ საკითხს არ იცნობს:

“ქართველი კაცი როგორ არის იცით? ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძონ და სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ.  ინიციატივა ალბათ მოთელვასავით არის,  არის რაღაცა რასაც არ დავმთმობთ.  საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფოს ნაწილი ვართ და ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის არ დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას” აცხადებს მეუფე იაკობი.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ის ამბობს, რომ “მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ, თუმცა ზომები უნდა იყოს ისეთი, რომ არ უნდა მივიდეს მოწევამდე”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018