ესპანეთის პოლიციამ ქართული მაფიის 15 წევრი დააკავა

კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა.

ესპანური მედიის ცნობით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა და მათ ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა.

დაკავებულთა შორის არის 53 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ესპანეთში, სავარაუდოდ ყალბი პასპორტით ჩავიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა ალიკანტესა და სევილიაში. ცნობილია, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ევროპაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდია“.

პოლიცია ასევე განაგრძობს დაპატიმრებული პირების თანამზრახველების ძებნას.

ვიდეომასალაში, რომელიც ესპანურმა პრესამ გაავრცელა, ჩანს გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, რომელიც, ესპანური მედიის ცნობით, კატალონიაში პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018