ვაკეში პატრიარქის ექიმის შვილი დაჭრეს – ვინ ესროლა გივი პეტრიაშვილს

ვაკეში პატრიარქის ექიმის შვილი დაჭრეს - ვინ ესროლა გივი პეტრიაშვილსშეიარაღებული დაპირისპირება ვაკეში – ფალიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი პატრიარქის პირადი ექიმის შვილია.

შალვა პეტრიაშვილი ალადაშვილის კლინიკის ექიმია, ამავე კლინიკაში მკურნალობას გადის ფალიაშვილზე დაჭრილი ორივე პაციენტი. ფალიაშვილზე მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ დაჭრილებს შორის ერთ-ერთი სწორედ ექიმ შალვა პეტრიაშვილის შვილი გივი პეტრიაშვილია.

თავად შალვა პეტრიაშვილი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ის ამბობს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება გამოძიებას, როგორც ცნობილია ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არ არიან, შესაბამისად ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

რუსთავი 2