ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ ცუდად გახდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შეუძლოდ გახდა. ის მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ზაზა სარალიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დავით სარალიძის მამას რამდენიმე დღის წინაც დასჭირდა ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა, როდესაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავებთან შელაპარაკების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის წინ შვილმოკლული მშობლები უკვე მეექვსე დღეა, აქციას მართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018