ზუგდიდში ანი წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას გადადგომა მოითხოვა

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი – მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა.

სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

“შენ ხარ შონიას და გოგიას კორუფციული სქემების მონაწილე და უნდა დაწერო განცხადება და გადადგე”, – უთხრა საკრებულოს წევრმა, ნაციონალმა ანი წითლიძემ წოწერიას.

წოწერიამ ბრალდება უარყო – მისი მტკიცებით, სკანდალური ჩანაწერების ავთენტიკურობა ჯერ კიდევ დასადგენია.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018