ზუკა ხუციშვილი – „გიოს პროექტებს გავაგრძელებ, იმედს არ გავუცრუებ…“

„პროფილის“ 13 სექტემბრის გადაცემა გიო ხუციშვილის ხსოვნას მიეძღვნა. პოპულარული ქართველი შემსრულებელი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა და უამრავ ახლობელსა თუ უცნობ ადამიანს დასწყვიტა გული. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მას ვარსკვლავი გაუხსნეს. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილი სცენაზე ფეხზე ვეღარ დადგა… ის მსმენელს დაემშვიდობა და კოლეგებსაც, რომლებმაც იმ დღეს მასთან ერთად დუეტები შეასრულეს…

„პროფილთან“ გიო ხუციშვილმა მისმა ახლობელმა ადამიანებმა გაიხსენეს. მათ შორის, მისმა ვაჟმა, ზუკა ხუციშვილმა, რომელიც მამის პროექტების გაგრძელებას აპირებს.

ზუკა ხუციშვილი:

”მე გპირდებით, რომ გიოს პროექტებს და სიმღერებს, რაც ჰქონდა გეგმაში, აუცილებლად დავამთავრებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხსაც მოეწონება და კმაყოფილი დარჩება ისევე, როგორი ბედნიერებიც იყვნენ მაშინ, როცა გიო მღეროდა… დიდი იმედი მაქვს, რომ მამას იმედებს არ გავუცრუებ… გავაკეთებ ყველაფერს ლამაზად, თბილისურად და ხარისხიანად…”

მუზიკბოქსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018