ზურა ყიფშიძეს ბინა აუქციონზე გაუყიდეს – „საქართველოს ბანკი მინდა ავაფეთქო”

ზურა ყიფშიძის ოჯახს ბინა აუქციონზე გაუყიდეს. ამის შესახებ ლენუკა ყიფშიძე ფეისბუქის გვერდზე წერს და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მსახიობს გვერდით არავინ დაუდგა

.„საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიუგებს ყველა მაგის გამო…“

„საქართველოს ბანკი მინდა ავაფეთქო… ვითომ კაი ტიპები რომ არიან, არ გვაცადეს დღეებზე იყო უკვე ბინის გაყიდვა და აუქციონზე გაგვეყიდა… მთელი ოჯახი ამის იმედზე ვიყავით. უსამართლობა არ არის? თიბისიც გვინდა რომ მივაყოლოთ… კიდე არ ჩამოვთვლი სიას ვიღაც ვიღაცეების… ბანკმა გუდიაშვილზე ბინა გაგვიყიდა… ზურა წნევებით არის გადაღებებზე და იქიდან რომ ვერაფერს აკეთებს, გიჟს ჰგავს… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა“ – წერს ლენუკა ყიფშიძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018