თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს – დაკავებულია 20 წლის მამაკაცი

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რომლის დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი.

ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაიუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ 20 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ ბრალდებულმა მიმალვა სცადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”- წერია განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018