თინა ხიდაშელი – “სალომე ზურაბიშვილი კრემლის ახალი გეგმაა”

სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომის შეფასებას თინა ხიდაშელი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ეს ამბავი არც დასაცინია, არც სასაცილოდ გვაქვს საქმე  🙁 აღარც უბრალო რიტორიკა და სიტყვებია. ზუსტი ასლია საერთაშორისო სასამართლოებში კრემლის არგუმენტების.
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი დღეს, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, როდესაც სწორედ ამაზე გვედავება რუსეთი ჰააგაში, როდესაც კრემლის რიტორიკა და მთელი არგუმენტაცია სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გენოციდის მითზეა დამყარებული, პუტინის ენით ელაპარაკება სამყაროს.
ხელისუფლებამ ვერ გაბედა კრემლის რიტორიკის მხარდაჭერა ღიად და პირდაპირ და ამ ფარსს გვეთამაშება.
ეს არჩვენები იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის სუვერენიტეტის თაობაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს 28 ოქტომბერს.
ყველაზე სამარცხვინო კი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ომიდან 10 წლის შემდეგ, გააფრთბეულ საერთაშორისო დიპლომატიურ ომში მყოფ ქვეყანას ასე საუბარს არა მარტო გვიბედავს, არამედ როგორც ჩანს ამ არჩევანის დასადასტურებლად ყველაფერს გააკეთებს.
ვიღაცამ ურჩიათ როგორც ჩანს რუსეთის თაყვანისმცემელი ამომორჩეველი ქვეყანაში გამარჯვებისთვის საკმარისიაო.
იმათაც ურჩიეს რუსული ხმები არ დაქსაქსოთო და არც ერთი სხვა მეტ ნაკლებად ცნობილი რუსული ნარატივის კანდიდატი არ მონაწილეობს  🙁
კრემლს ახალი გეგმა აქვს”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018