თურქეთში კანონიერი ქურდი რევაზ ბუხნიკაშვილი („პეწო“) გარდაიცვალა

თურქეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 66 წლის ასაკში გავლენიანი კანონიერი ქურდი რევაზ ბუხნიკაშვილი („პეწო“) გარდაიცვალა.

ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს.

გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა, რომელიც ბუხნიკაშვილს 2017 წელს აღმოუჩინეს.

გამოცემის ინფორმაციით, ბუხნიკაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში 1952 წელს დაიბადა, „კანონიერი ქურდის“ წოდება კი მან 1979 წელს მიიღო. საერთო ჯამში, „პეწო“ ცხრაჯერ იყო ნასამართლევი.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018