ილია II მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგ – ”რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს”

„არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“, – აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.

როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ხელისუფლებამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედოს ღნიშნულ პროცესს.

„ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი.

ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, იმათ არანაკლებად უყვარს, არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი, მშვიდობით“,- განაცხადა პატრიარქმა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018