ისრაელი – ”რუსული თვითმფრინავი ასადის რეჟიმმა ჩამოაგდო”

ისრაელი რუსული თვითმფრინავი ИЛ-20-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს აკისრებს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაშია ნათქვამი.

„ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაღუპვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოგდებული იყო სირიის მიერ. სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ასადის რეჟიმს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ გუშინ საღამოს ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომელშიც იწარმოებოდა ლეტალური შეიარაღება და რომელიც ირანის დავალებით ლიბანში „ჰეზბოლასთვის“ უნდა ყოფილიყო გადაცემული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსული სამხედრო თვითმფრინავის, ИЛ-20-ის ჩამოგდებას ისრაელის „უპასუხისმგებლო ქმედებებს“ უკავშირებს. უწყებაში ისრაელის ქმედებებს მტრული და პროვოკაციული უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „რუსეთი უფლებას იტოვებს, საპასუხო ზომები გაატაროს“.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018