კმარა აბუჩად აგდება! – სარალიძე და მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ

შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციების განახლებას 10 სექტემბრიდან. ამის შესახებ მათ პარლამენტთნ ბრიფინგი ჩაატარეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს.

„პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე არ გაფუჭებულა და საქმეს ხელს არ აფასებდა არავინ ანუ მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას და არა მარტო მკვლელებს, იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში,“ – განაცხადა სარალიძემ.

პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება სიმართლის დადგენას ხელს უშლიას.

„კმარა, ჩემი აბუჩად აგდება, ჩემზე დაცინვა. ამ ყველაფერს აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, რომ გამაჩერონ, რომ დამაშინონ, რამენაირად, რომ ჩაფარცხონ ეს საქმე, ეს არ მოხდება,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა დაიცვან მომავალი თაობა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018