ლუის სუარესი: ”რეალის გამარჯვებები გვაღიზიანებს”

ბარსელონას ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა რომ ბარსელონას ფეხბურთელებს აღიზიანებთ ის ფაქტი რომ რეალმა სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სუარესის თქმით ბარსელონა წელს მაქსიმალურად ეცდება რომ ეს ტურნირი რეალს აღარ დაუთმოს:
”ვაღიარებ რომ ჩვენ წელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთებთ, რადგან ეს ტურნირი დიდიხანია არ მოგვიგია და რეალის ჰეგემონია უნდა დავამხოთ. მათი გამარჯვებები უკვე გამაღიზიანებელი გახდა”–განაცხადა ლუის სუარესმა.
ბარსელონა შარშან ჩემპიონთა ლიგიდან რომამ გამოაგდო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018