მერიამ ბიუ-ბიუს ჯიხურების ადგილები წაართვა

თბილისის მერიის პრესსამსახური ბიუ-ბიუს ჯიხურებთან დაკავშირებთ კიდევ ერთ განმარტებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დედაქალაქში არსებულ გარკვეულ ადგილებში თბილისის მერიამ, ურბანული მოწყობისა და ქალაქგეგმარების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნია „ბიუ-ბიუს“ და ან სხვა ტიპის ჯიხურების განთავსება.

აქედან გამომდინარე, „ბიუ-ბიუს“ უარი ეთქვა იჯარის ვადის გაგრძელებაზე და ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. თუმცა, მერიამ იქვე შესთავაზა, ალტერნატიული ადგილების მოძიების მიზნით, ერთობლივი მუშაობა, რაზეც კომპანია კატეგორიულ უარს აცხადებს და დაჟინებით ითხოვს ძველ ლოკაციებზე ვადების გაგრძელებას. შეზღუდვები ასევე დადგენილია ცენტრალური მთავრობის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული ადგილები, სადაც ჯიხურის განთავსება დაუშვებელია” – ნათქვამია განცხადებაში

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018