მთაწმინდაზე კლდე ისევ ჩამოინგრა

მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-სთან 6 სექტემბერს გვიან ღამით კლდე კიდევ ერთხელ ჩამოინგრა. ამ ადგილას კლდე პირველად 31 მაისს მთაწმინდაზე, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაფასებდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, აქ მშენებლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში მათ უთხრეს, რომ მშენებელ კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამ ეტაზე გამაგრებით სამუშაოებს ატარებდა.

6 სექტემბერს გვიან ღამით, კლდის კიდევ ერთხელ ჩამოგრევის გამო მშენებლობის მახლობლად მცხოვრებლებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018