“მოგვეცით მობილურები!” – ხონის ფსიქიატრიულის პაციენტები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტები პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
როგორც პაციენტები აცხადებენ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები მათ მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ – აღნიშნულის შესახებ „კურიერს“ ერთ-ერთმა პაციენტმა აცნობა.

„ვითხოვეთ, რომ გვქონდეს პირადი მობილური ტელეფონი, რომ დავუკავშირდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამასთან დაკავშირებით ყველა მპასუხობს, რომ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ოჯახთან დაკავშირებაო. 5 საათზე ეს ტელეფონი იჭედება, იმ ზომამდე მივყავართ, რომ გამოვაცხადოთ შიმშილობა“- აცხადებს ერთ-ერთი პაციენტი.

როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაციაში აღნიშნავებ, მკურნალობა კონფიდენციალურია და თუ კი მობილური ტელეფონის გამოყენება იქნება მაშინ პაციენტების კონფიცენციალობას ისინი ვეღარ დაიცავენ.

„მკურნალობა კონფიდენციალურია. თუ ექნება ყველას მობილური ტელეფონი, რომლითაც აქვთ როგორც ინტერნეტით ასევე გადაღების საშუალება დაწესებულება ვერ გახდება კონფიდენციალობის გარანტი“- განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018