ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახდა

ბრაზილიის ნაკრების ახალი კაპიტანი ნეიმარი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე ტიაგო სილვას შეცვლის. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, რომლის თქმითაც ნეიმარი მორალურად გაიზარდა და მას შეუძლია ბრაზილიის ნაკრებს უკაპიტნოს.
ამ თემაზე ნეიმარმაც ისაუბრა და თქვა რომ მისთვის ეს დიდი პატივია და მას კარგად ესმის რა პასუხისმგებლობა აქვს კაპიტანს. ნეიმარი ორი წლის წინ უკვე იყო ნაკრების კაპიტანი, მაგრამ მაშინ მას კაპიტნობა ჩამოართვეს და ტიაგო სილვას გადასცეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018