ოზურგეთში დაკავებული თ.ც. საკუთარი იარაღითაა დაჭრილი – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა თ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები თ.ც.-მაც მიიღო. ბრალდებულს სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს. ის ხელის მტევნისა და ბარძაყის არეშია დაჭრილი.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018