პაპუნაშვილმა “დეპორტივოს” გოლი გაუტანა – “სარაგოსა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა – ვიდეო

ესპანეთის თასზე საკუთარ მოედანზე “სარაგოსამ” 2:1 დაამარცხა “დეპორტივო” და ამ მატჩში გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

“სარაგოსას” ახალმა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა თქვა, რომ პაპუნაშვილს სასტარტო შემადგენლობაში დააყენებდა და ასეც მოიქცა.

ქართველმა ლეგიონერმა გუნდის თავკაცს იმედები გაუმართლა – მან მე-6 წუთზე ანგარიში შორიდან ლამაზი დარტყმით გახსნა, შესვენების შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჟორჟე პომბიომ მეორე გოლი გაუტანა სტუმრებს, ხოლო 53-ე წუთზე ლაკორუნიელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

გიორგი იდიაკესმა 72-ე წუთზე შეცვალა, რადგან ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და ბოლომდე არა ფორმაში ჩამდგარი.

არაგონული გუნდი 4 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 16 სექტემბერს, შემდეგ ტურში სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერს, “ალმერიას”, ხვდება.

სპორტალი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018