პატრულმა ეზოში 14 ძირი კანაფი დათესა – მას 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018